Wednesday, July 16, 2014
8-9 დღის რეფლექსია
დღეს დავასრულე ნამუშევარი და გამოვაქვეყნე . ვაშააა, დავამთავრეე. ტრენინგი იყო ძალიან კარგი, ბევრი რამ მასწავლა. ერთ-ერთი რაც მომწონს ზოგადად ტრენინგებზე, არის ის რომ თავს გრძნობ მოსწავლის როლში , ეს უფრო მიადვილებს მოსწავლეებთან ურთიერთობას, უფრო კარგად მესმის მათი პრობლემები.. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დათოს.
Thursday, July 10, 2014
რეფლექსია მე-7 დღე
დღეს კვლავ და კვლავ გეგმაზე ვიმუშავეთ. ვაზუსტებთ და ნელ-ნელა დასასრულისკენ მიგვყავს ყველაფერი. დღეს დრაივზე ავტვირთე მასალის ნაწილი და მგონია თავი ქუდში მაქვს, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...
რეფლექსია მე-6 დღე
განვიხილეთ გეგმა და კვლავ ვამუშავებთ მის დეტალებს. ვიმუშავეთ powerpiont-ში, როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია. ბევრი პრაქტიკული დეტალი ვისწავლე ან გავიხსენე და არამარტო პოვერპოინტში. დათო დაუღალავად გვიხსნის და გვპასუხობს უამრავ კითხვაზე და მუდამ გვამხნევებს "მაგარია", "ძალიან მაგარია". ძალიან ცხელაააა...
Sunday, July 6, 2014
რეფლექსია 5 დღე
დღეს ვისწავლეთ დრაივში გამოქვეყნება. იმედია დროზე დავასრულებ და გამოვაქვეყნებ ჩემს ნამუშევარს. ვიმუშავეთ შეფასების სისტემაზე. საკმაოდ შრომატევადი ჩანს, დიდი იმედი მაქვს მექნება ამის დრო და დავალებას მოვიტან შემდეგ გაკვეთილზე..
Subscribe to:
Posts (Atom)